გია აბაშიძე: ცესკოზე თავდასხმაში მონაწილეობს აგენტოკრატია, თუ უწინ ეს არ ჩანდა და მხოლოდ ნაცპროპაგანდა იყო ავანსცენაზე, ახლა ყველაფერი თვალსაჩინოა, თუმცა ობიექტური შედეგები გააქარწყლებს ამ უპრეცედენტო ანომალიასაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
341 30 სექტემბერი 2024, 14:14

ცესკოზე გაშმაგებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობს აგენტოკრატია, თუ უწინ ეს არ ჩანდა და მხოლოდ მყრალი ნაცპროპაგანდა იყო ავანსცენაზე, ახლა ყველაფერი თვალსაჩინოა, თუმცა ობიექტური შედეგები გააქარწყლებს ამ უპრეცედენტო ანომალიასაც, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ტვ პირველის" მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას.

მისივე თქმით, მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია წინ აღუდგეს ჰიბრიდულ ომს, რომლის მიზანია საქართველოს ხელისუფლებაში როგორმე დასვან ზნედაცემული მარიონეტი ძალები.

„ცესკოზე გაშმაგებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობს აგენტოკრატია, თუ უწინ ეს არ ჩანდა და მხოლოდ მყრალი ნაცპროპაგანდა იყო ავანსცენაზე, ახლა ყველაფერი თვალსაჩინოა, თუმცა ობიექტური შედეგები გააქარწყლებს ამ უპრეცედენტო ანომალიასაც.
ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მოიგერიოს "ტვ პირველისა" თუ სხვა უსამშობლოების ბინძური დეზინფორმაცია, მის თანამშრომლებზე ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, გადამწყვეტი სიტყვა კი, ელექტორატზეა 26 ოქტომბერს. მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია წინ აღუდგეს ამ ჰიბრიდულ ომს, რომლის მიზანია საქართველოს ხელისუფლებაში როგორმე დასვან ზნედაცემული მარიონეტი ძალები“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი