ლევან ნიკოლეიშვილი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე: იმედია, ქართველი მავნებელი პოპულისტები რომელიმე ქვეყნის მხარეზე დადგომას არ მოითხოვენ, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გაიაზრონ, რომ ჯერ თავის შვილებს ჩააცვან სამხედრო ფორმა და სადაც უნდათ, იქ წავიდნენ საომრად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 02 ოქტომბერი 2024, 10:41

„ამ წუთში რაც ხდება მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაფიქრების და გონიერების გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის“, - ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, იმედია ქართველი მავნებლები, რომელიმე ქვეყნის მხარეზე დადგომას არ მოითხოვენ. ნიკოლეიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაფიქრდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა.

„ახლა ამ წუთში რაც ხდება მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაფიქრების და გონიერების გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის: უკრაინის პრეზიდენტი დღეს დილიდან გაჰკივის, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს ფრონტის ხაზზე, ირანმა ეს წუთია სარაკეტო დარტყმა განახორციელა ისრაელზე, მანამდე ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

რომელი ქვეყნები ვის მხარეზე დადგება და რას მოიმოქმედებს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ბევრი მკითხაობა არ არის საჭირო რომ მიხვდე, ისრაელზე სარაკეტო დარტყმები, შესაძლოა გაცილებით სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში, ირან-ისრაელის ომში შეიძლება გადაიზარდოს. მთავარ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენად მასშტაბური იქნება ეს ყველაფერი.

იმედია ქართველი მავნებელი და პოპულისტები არ გამოხტებიან და რომელიმე ქვეყნის მხარეზე დადგომას არ მოითხოვენ, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გაიაზრონ, რომ ჯერ თავის შვილებს გადაპარსონ თავი, ჩააცვან სამხედრო ფორმა და სადაც უნდა იქ წავიდნენ საომრად . ომი იმაზე უარესია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, ეს შენი ქვეყნის პოლიციელზე მოლოტოვის კოქტეილის სროლა არ არის, არც პარლამენტის კარებზე ჯაჯგურია, ეს სამხედროების და სამოქალაქოების, მათ შორის შენი ნაცნობების და ახლობლების სიკვდილია, ეს ქალაქების და სოფლების განადგურებაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა -ვინც იმდენად იდიოტია, ამას ვერ იაზრებს და არ ესმით, წამით წარმოიდგინოს, რომ მის საცხოვრებელ სახლს, სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან ხვდება რაკეტა ან ბომბი, ამ დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს რაკეტა/ბომბი ირანულია, თუ ებრაული, ამერიკული თუ რუსული... მშვიდობას გისურვებთ, უფალი გვფარავდეს!,”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი