გიორგი გამსახურდია პაატა ქარდავას მკვლელობაზე: თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
424 02 ოქტომბერი 2024, 19:52

დღეს, ნაცების მიერ მხეცურად მოკლული, ჩემი მეგობრის, პაატა ქარდავას შვილს, უმაგრეს ადამიანს, ბექა ქარდავას შევხვდი. რამდენჯერაც არ უნდა მოგვიხდეს მაგ თემაზე საუბარი, ყოველ ჯერზე მძიმე გასახსენებელი ამბავია. თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი, - წერს პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია.

მისივე თქმით, კიდევ 928 ასეთი ფაქტია მომხდარი 2008 წლის ომის შემდგომ სამთვიან პერიოდში და ამისთვის აუცილებლად აგებს პასუხს „ნაციონალური მოძრაობა“.

„დღეს, ნაცების მიერ მხეცურად მოკლული, ჩემი მეგობრის, პაატა ქარდავას შვილს, უმაგრეს ადამიანს, ბექა ქარდავას შევხვდი. რამდენჯერაც არ უნდა მოგვიხდეს მაგ თემაზე საუბარი, ყოველ ჯერზე მძიმე გასახსენებელი ამბავია. თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი.

საზოგადოებამ კიდევ რომ იცოდეს, ასეთი ფაქტი, 928 არის მომხდარი 2008 წლის ომის შემდგომ სამთვიან პერიოდში. აუცილებლად აგებენ პასუხს 26 ოქტომბრის მერე ეს მანქურთები", - წერს გიორგი გამსახურდია.

ინფორმაციისთვის, 2008 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი