დავით ქართველიშვილი საქართველოში ფერადი რევოლუციის მორიგ მცდელობაზე: წარმატების მისაღწევად ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 03 ოქტომბერი 2024, 11:08

ფერადი რევოლუციებისა და უცხო ქვეყნებიდან საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით ე.წ. ტრენინგების მხილების წლისთავს ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, არეულობის მცდელობას წელსაც ექნება ადგილი, თუმცა, ამის განხორციელება მათ გაუჭირდებათ.

„ზუსტად ერთი წლის წინ USAID-ის მიერ „ბავშვთა ონკოლოგიის" დაძლევის მიზნით „კულტურის მუშაკებთან" ჩატარებული ტრენინგები დასრულდა. აი ისინი, „მძიმე სნეულების" დაძლევის მიზნით, ბულდოზერებით, „კულტურულად" პარლამენტში როგორ უნდა შეაღწიო - ამას რომ ასწავლიდნენ სერბი „ონკოლოგი-პედიატრები". სამწუხაროდ, ესოდენ "ძვირფასი" სპეციალისტები სუს-დან აეროპორტამდე გავაცილეთ, თორემ დატოვებდა მათ კაცი რამდენიმე წლით თუნდაც „ვივამედში", შემდგომში მათი იქიდან ბულდოზერებით გამოხსნის პერსპექტივით.

ყველაფერი 2000 წელს იუგოსლავიიდან დაიწყო. მილოშევიჩის ხელისუფლების ჩასანაცვლებლად დაიხარჯა მილიარდები - ქვეყანაც კი დაიბომბა, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. მილოშევიჩი ვერ ჩამოაგდეს. მაშინ ბილ კლინტონის პირველმა სახელმწიფო მდივანმა უორენ კრისტოფერმა ბრძანა: „თუ აშშ გამოიყენებს საერთაშორისო და რეგიონულ შესაძლებლობებს, ჩვენ შევძლებთ ეფექტურად გამოვიყენოთ საკუთარი შეზღუდული რესურსები და ამავდროულად არ შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ ვცდილობთ ვინმეზე დომინირებას". სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული „არაძალადობრივი წინააღმდეგობის" გაცილებით იაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც დაჯდა "სულ რაღაც" 100 მილიონი, მაგრამ მიზანი მიღწეული იქნა - მილოშევიჩის ხელისუფლება დაემხო.

მილოშევიჩის ჩამოგდება, დაპატიმრება და რევოლუცია - იმ „отпор!"-ის დამსახურებაა, რომლის ბაზაზე შემდგომ შეიქმნა ცენტრი CANVAS და დააფუძნა ისეთი შვილობილი მოძრაობები, როგორიც იყო „კმარა!" საქართველოში და „пора!" უკრაინაში. ნიშანდობლივია, რომ ელენე ხოშტარიას იმის ფანტაზიის უნარიც არ ეყო, საკუთარი მოძრაობისთვის სახელი მოეფიქრებინა, მან უკრაინული „пора!" - „დროა"-დ გადათარგმნა.

CANVAS-ი ჩამოყალიბდა 2003 წელს და მისი დამფუძნებლები მალევე მიხვდნენ, რომ „ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგია - სარფიანი ბიზნესია. თავისი ცენტრის საიტზე გაჩნდა იმ ორგანიზაციების ნუსხა, რომლებთანაც CANVAS-მა თანამშრომლობის "„ფანჯარა" გააღო: USAID, Freedom House, IRI, NED, NDI, ფონდი „ახალი ტაქტიკა", ჯინ შარფის „ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტი" და სხვა.

CANVAS-ის უშუალო მონაწილეობით „ფერადი რევოლუციების" ეპიდემიამ მოიცვა: ნიგერია, ლიბანი, ბირმა, ვენესუელა, პალესტინა, კენია, ირანი, ტონგა, დასავლეთ საჰარა, დასავლეთ პაპუა, ეგვიპტე, უკრაინა, ყირგიზეთი, საქართველო. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცდელობები ყველგან წარმატებული იყო, თუმცა „отпор!"-ელები იღებდნენ გამოცდილებას, იხვეწებოდა მათი „არაძალადობრივი წინააღმდეგობის" ტექნოლოგიები.

თუ 1998 წელს „отпор!"-ი შეიქმნა, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმდევარი ახალგაზრდული მოძრაობა, მათი პოტენციალი შეამჩნიეს ამერიკელმა კურატორებმა: აღმოსავლეთ ევროპაში მათთვის გახსნეს სპეციალური ორგანიზაციები და ფონდები (მაგალითად, ბულგარეთის პოლიტიკურ აკადემიაში, შემსწავლელი კურსები უნგრეთსა და რუმინეთში და სხვა). სწავლებას ახორციელებდნენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის წარმოების ისეთი გამოცდილი სპეციალისტები, როგორიც იყო აშშ არმიის პოლკოვნიკი რობერტ ჰელვი (80-იან წლებში აშშ-ს სამხედრო ატაშე ბირმაში) და ა.შ.

ამერიკელების კარნახით, „отпор!"-მა შემდგომ მიმართა მარკეტინგულ ხრიკს და ჩამოყალიბდა „ბრენდად", პრინციპიდან, რომ „ბრენდს" ციხეში ვერ გამოკეტავ. „Отпор!"-ელები ქმნიან სურათს, რომ აღშფოთებული მოქალაქეები თავად „აყირავებენ" მიუღებელ მთავრობას. ის, რომ ამის უკან დგას პოლიტტექნოლოგების მრავალწლიანი ღვაწლი - „კადრს მიღმა" რჩება.
არადა ამ „თეატრალიზებულ დადგმას" ჰყავს თავისი სცენარის ავტორი, რეჟისორი, მთავარი და ეპიზოდური როლების შემსრულებლები. წარმატების მისაღწევად ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე მაგალითად, „არაბული გაზაფხულის" დროს ერთ მაგიდასთან დასვეს ისლამისტები და ლიბერალები, ბელგრადის „ბულდოზერების რევოლუციისას" - ჰიპები და კრიმინალები. „Отпор!"-ელები ეძებდნენ მოღალატეებს ყველგან: პოლიციაში, ჯარში, სპეცსამსახურებში.

ეს ტაქტიკა - განთავისუფლებულია მორალისაგან. „კარგი და ცუდი ტიპების" ამერიკული ფილოსოფია - იმიტომ მოიპოვა „отпор!"- ელების რიგებში პოპულარობა, რომ შინაარსობრივად არის ძალზე პრიმიტიული, მსოფლიოს ყოფს „თეთრ და შავ" ნაწილებად, ადვილად განსაზღვრავს, თუ ვინაა დასასჯელი, ხოლო ვინაა წამახალისებელი. გათვლილია მწირი ინტელექტის მქონე კონტინგენტზე და ათავისუფლებს თავის „გენმოდიფიცირებულ" მიმდევრებს, აზროვნების აუცილებლობისაგან. წელს მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ მორიგი მცდელობა, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ძალზე გაუჭირდებათ", - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი