სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 08 ოქტომბერი 2024, 13:04

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი მაო იანდონგი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრა ჩინეთის მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების გაცნობას და არსებული გამოცდილების გაზიარებას.

ლია გიგაურმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მოქმედ იმ უნიკალურ მექანიზმებზე, რომლებიც მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენასა და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების მნიშვნელობას და მიმოიხილა არსებული პროგრამები.

თავის მხრივ, ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს გამოცდილების გაზიარებისთვის და გააცნეს აღნიშნულ სფეროში ჩინეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გამოცდილების გაზიარების გაგრძელების კუთხით.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი