ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ახალ პროექტზე მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 08 ოქტომბერი 2024, 13:24

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში, იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო, ხუთი ძირითადი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის, მშობიარობის შემდგომი, ჩვილობისა და 0-5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიას.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს წიგნის შინაარსსა და სტრუქტურაზე. ასევე, იმაზე რომ ის მორგებული იყოს რეგიონის საჭიროებებზე და შესაბამისობაში იყოს სახელმწიფო სტანდარტებთან.

პროექტში ჩართულები არიან როგორც იაპონელი ექსპერტები, ასევე ქვეყნის წამყვანი მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და მეანი ექთნები.

ღონისძიების ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოზე მუშაობისას გაწეული წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი