თამთა მეგრელიშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე: მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 09 ოქტომბერი 2024, 23:03

აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ეს განცხადება, თან წინასაარჩევნო პერიოდში, არის პოლიტიკური შოკი ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან მათ გეგმას ქუჩაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ აღიარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური საფუძველი დაეკარგა,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის გამარჯვება, რადგან მიზანი მიღწეულია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაითავისა, რომ ეროვნული ღირსების მქონე ქართველი ხალხი თავად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მათ ნებას წინ ვერავინ აღუდგება.

„აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა​ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა: „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შესაძლოა ეს განმეორდეს 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, ვინაიდან, ვინ გაიმარჯვებს, წყვეტს ქართველი ხალხი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული.

აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ეს განცხადება, თან წინასაარჩევნო პერიოდში, არის პოლიტიკური შოკი ოპოზიციური სპექტრისთვის, რადგან მათ გეგმას ქუჩაში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ აღიარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური საფუძველი დაეკარგა.

ეს განცხადება არის გამარჯვება, რადგან მიზანი მიღწეულია, დიდმა მეგობარმა გაითავისა, რომ ეროვნული ღირსების მქონე ქართველი ხალხი თავად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მათ ნებას წინ ვერავინ აღუდგება,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი