ლევან ნიკოლეიშვილი: ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს სააკაშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს თუ გახარიას, მათი მხარდამჭერია და მათ ემხრობოდა ადრეც საშუალება, რომ ჰქონოდა დაეხმარებოდა ღალატსა თუ ძარცვაშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 10 ოქტომბერი 2024, 16:42

ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს სააკაშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს თუ გახარიას, რეალურად ამბობს რომ მათი მხარდამჭერია, მათი მხარდამჭერია არამარტო ახლა, არამედ მათ ემხრობოდა ადრეც, ეთანხმებოდა მათ გაკეთებულ საქმეებს, თუ პირდაპირ მათთან ერთად არ იდგა, გულში ყოველთვის თანაუგრძნობდა და ეთანხმებოდა, საშუალება რომ ჰქონოდა დაეხმარებოდა ღალატსა თუ ძარცვაშიც, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.

მისივე თქმით, სანამ ვინმე „სნობურად იტყვის,“ მე ვინც მომწონს იმას ვაძლევ ხმას და ეს დემოკრატიაა, კარგად უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა თუ ვის, რას და რატომ აძლევს ხმას.

„ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს სააკაშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს თუ გახარიას, რეალურად ამბობს რომ მათი მხარდამჭერია, მათი მხარდამჭერია არამარტო ახლა, არამედ მათ ემხრობოდა ადრეც, ეთანხმებოდა მათ გაკეთებულ საქმეებს, თუ პირდაპირ მათთან ერთად არ იდგა, გულში ყოველთვის თანაუგრძნობდა და ეთანხმებოდა, საშუალება რომ ჰქონოდა დაეხმარებოდა ღალატსა თუ ძარცვაშიც. ამიტომ სანამ ვინმე „სნობურად იტყვის,“ მე ვინც მომწონს იმას ვაძლევ ხმას და ეს დემოკრატია, კარგად დაფიქრდეს და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა თუ ვის, რას და რატომ აძლევ შენ ხმას! დემოკრატიაზე კი არა ყველაზე წინ, შენი სამშობლო, შენი ქვეყანა, ხალხის წინაშე შენი მორალური პასუხისმგებლობაა!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი