გია აბაშიძე სუს-ის განცხადებაზე: ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისი მხარდაჭერით აპირებენ ნაცლუზერები Deep Fake-თაც ეცადონ აურიონ ვითარება, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ, ფუჭია დივერსიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 16 ოქტომბერი 2024, 11:47

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ე.წ. „დიფ ფეიკით“ აპირებს ვითარების არევას, თუმცა, ფუჭია დივერსიები, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ. იგი არ გამორიცხავს, რომ აგენტოკრატიის გეგმებში სისხლიანი სცენარიც შეიძლება შედიოდეს, თუმცა, აქაც ვერ მიაღწევენ წარმატებას.

„ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისი მხარდაჭერით აპირებენ ნაცლუზერები Deep Fake-თაც ეცადონ აურიონ ვითარება, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ, ფუჭია დივერსიები.

აგენტოკრატიის ვერაგულ გეგმებში შეიძლება იყოს სისხლიანი სცენარიც - ვინმეს გაწირვა ან „ნაცების“ ველიდან ან რიგითი მოქალაქის, აქაც ჩაფლავდებიან.

დასავლური წიაღიდან მოდის, რომ I+I=I, information+interpretation=intelligence (ინფორმაცია+ინტერპრეტაცია=დაზვერვა).

სუს-ის ცნობით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.

ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, - აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი