დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე და მათ უცხოელ პატრონებზე: საქართველოს წინსვლაში მათი სიკვდილია, წარმატებული ქვეყანა მათი მესაფლავეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
400 17 ოქტომბერი 2024, 22:33

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური წინსვლისა და სტაბილურობის ჩამოშლა სურს ოპოზიციას და მათ უცხოელ პატრონებს, ამის მცდელობა კი მათ 27 ოქტომბერს ექნებათ. მისი თქმით, ქვეყნის წარმატება რადიკალების სიკვდილს ნიშნავს.

დავით ქართველიშვილის თქმით, რადიკალების გეგმა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ გმირული ვერ იქნება, რადგან მათ ყველაზე მეტად გმირობის, თავგანწირვისა და ქვეყნის დაცვის ეშინიათ.

„ამის ჩამოშლა უნდათ კოლექტიურად, ადგილობრივ სექტას, მათ შემქმნელ საერთაშორისო ძალებს. საქართველოს წინსვლაში მათი სიკვდილია, წარმატებული ქვეყანა მათი მესაფლავეა. ამიტომ, მცდელობა 27 ოქტომბერს იქნება, მაგრამ იქნება განწირული ხასიათის. გმირული და თავდადებული - ვერა. ამას შინაგანი ღერძი, ხერხემალი და ერთი ადგილის ქონა სჭირდება, რაც არ გააჩნიათ. ცხოვრებაში ყველაზე მაგრად - ტკივილის, თავგანწირვის, ბრძოლის, ქვეყნის დაცვის ეშინიათ "გოგლი-მოგლიზე" და ფუფუნებაში გაზრდილ ლიბერალ-თაობებს. აი, 2008 წელს აგვისტოში ერთმანეთს რომ ასწრებდნენ "წითელ ხიდზე" და მათ ბიოლოგიურ და იდეოლოგიურ შთამომავლობას. ხოლო, მათი მსხვერპლად შეწირვის მსურველი კი ბევრია. ამისთვის გვიგზავნიან უკანასკნელი ოთხი საპარლამენტო არჩევნების წინ დაქირავებულ კილერებს და ტერორისტებს. საკუთარ რიგებში სისხლის დაღვრით, მასშტაბური საზოგადოებრივი ვნებათაღელვის გამოწვევის მიზნით. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი