რომან კაკულია - შესაძლოა, ბანკებს ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვით კრედიტების გადავადების შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ ამის ანალიზი უნდა გაკეთდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1301 18 მაისი 2020, 18:46

ეროვნული ბანკის შესაფასებელია, როგორ აისახა ბანკების პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დანაკლისი და როგორია ამის თანაფარდობა მათ მიერ მიღებულ დახმარებასთან, შესაძლოა, ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვით კრედიტების გადავადების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

სესხებზე საშეღავათო პერიოდის კიდევ სამი თვით გახანგრძლივებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.

რომან კაკულიას განცხადებით, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა სამთვიანი გადავადება საკმარისი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო, მეორე მხრივ კი, მათ მიმართ მოთხოვნაა, აქტიურად ჩაერთონ განვითარებისა და დაკრედიტების პროცესებში.

„თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს, უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით ზოგადად და როგორია ახლა თანაფარდობა იმ სახსრების, რომელიც დახმარების ფარგლებში მიეცათ, ეს ბალანსია დასანახი. მათ მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა, ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი