ზაურ დარგალი: ზონდერ ჯგუფის ლიდერი გიორგი მუმლაძე 100 კაცამდე შემადგენლობით, შევარდა მარნეულის 74-ე უბანზე, ჯერ გაუშვეს გაზი და შემდეგ ხალხის ცემა დაიწყეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
375 26 ოქტომბერი 2024, 17:25
ზონდერ ჯგუფის ლიდერი გიორგი მუმლაძე 80-დან 100 კაცამდე შემადგენლობით, შევარდა 74-ე უბანზე, ჯერ გაუშვეს გაზი და შემდეგ ხალხის ცემა დაიწყეს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა.

„ზონდერ ჯგუფის ლიდერი გიორგი მუმლაძე ყველა არჩევნებზე მარნეულში სხვადასხვა პროვოკაციას აწყობს. 80-დან 100 კაცამდე შემადგენლობით, შევარდა 74-ე უბანზე, ჯერ გაუშვა გაზი და შემდეგ დაიწყეს ხალხის ცემა. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება“, - განაცხადა დარგალმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს, ზაურ დარგალის ძმის ყალბი პასპორტით ხმას სხვა პირები აძლევდნენ.

„ჩემი ძმა შევიდა უბანზე და ხმა მისცა. შემდეგ ჩემი ძმის ვადაგასული პასპორტით სხვა რატომ უნდა შევიდეს და ხმა მისცეს? როგორ უნდა გააკეთოს ეს? - აპარატი არ მიიღებს. ეს არის ფეიკი და ამ ყველაფრის ოჯახთან დაკავშირება უნდათ, რომ დელეგატიც ჩართულია“, - დასძინა დარგალმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი