ანდრაშ ლასლო საერთაშორისო დამკვირვებელი: არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაბამისად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
423 26 ოქტომბერი 2024, 17:33
ამ დილით დავიწყეთ მეთვალყურეობა ჩვენ  ვეწვიეთ სხვადასხვა  უბანს და ყველაფერი წესრიგში იყო, ვესაუბრეთ სხვადასხვა პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და  ასევე,   ქართველ ამომრჩეველს, მათ ვინც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ირჩევს.  ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ელექტრონული სისტემა არის  გამართული. ადამიანები ძალზე თავდაჯერებულად, ძალზე მშვიდად მოქმედებენ და შესაბამისად მათ ნათლად ესმით, როგორ მოიხმარონ მთელი ეს სისტემა,  შესაბამისად ეს კარგი გამოცდილებაა. რასაკვირველია,  განვაგრძობთ არჩევნების პროცესის მეთვალყურეობას მანამ სანამ, არ დამთავრდება ეს პროცედურა და არ დაიხურება საარჩევნო უბნები,- განაცხადა  საერთაშორისო დამკვირვებელმა ანდრაშ ლასლომ. 

ანდრაშ ლასლოს განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობის  პროცესში ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი  არჩევნების შესაბამისად.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აიდი  ჩეკებს თუ რაოდენ ეთანხმება  ყველაფერი  ამ რეგულაციებს და ძალზე ზუსტად და დაკვირვებით ვადევნებთ თვალყურს, რომ ყველაფერი მიმდინარეობს შესაბამისის რეგულაციების, შესაბამისი წესისა და რიგის მიხედვით. ზოგადი ხედვა ჩვენ გვკარნახობს, რომ  ეს ძალზე სამართლიანი, ძალზე თავისუფალი არჩევნებია და შესაბამისად მთელი პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს და  რა საკვირველია დემოკრატია წინა პლანზეა,  საბოლოო ჯამში  ნდობა გამოხატული იქნება. ასე რომ, ჩვენ რაც ვნახეთ  შესაბამისი პირობები ხორციელდება და ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტებისა, თავისუფალი და სამართლიანი  არჩევნების შესაბამისად,“- განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი