გიორგი კალანდარიშვილი: არცერთ დასკვნაში, ამომრჩეველთა სიებთან მიმართებაში რაიმე არსებითი წუხილი არ არის დაფიქსირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
429 27 ოქტომბერი 2024, 20:52

გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირასთან“ განმარტა, როგორ შეიქმნა ამომრჩევბელთა ერთიანი სია. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ მოწოდებული მონაცემის საფუძველზე, რომელიც ძირითადად ეფუძნება სერვისების სააგენტოს, ჯანდაცვისა და სხვა ბევრი უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

„ეს ინფორმაციები ასევე ეფუძნება თვითონ ამომრჩევლის ჩართულობას ამ პროცესში. ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებს გადაემოწმებინათ შესაბამის ვადებში თავი, მიეღოთ შესაბამისი ზომები და ა.შ. ყველა შემთხვევას, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან წამოწეულ საკითხებს, ყველას ჰქონდა ობიექტური ახსნები“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, არცერთ დასკვნაში ამომრჩეველთა სიებთან მიმართებაში რაიმე არსებითი წუხილი არ არის დაფიქსირებული.

„ეს გვაძლევს მის თქმის შესაძლებლობას, რომ სიები ყოველწლიურად, ყოველი არჩევნებისას კიდევ მეტად იხვეწება“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ერთიან სიაში იყო 3. 508 000 ამომრჩეველი იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი