ზოლტან კოვაჩი: საქართველოში ჩატარებული არჩევნების კრიტიკაში აღსანიშნავია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიასაც გუშინ ლიტველმა ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭირეს. უნგრეთი ულოცავს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
492 28 ოქტომბერი 2024, 13:14

ლიბერალების აშკარა დამარცხების შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი შეტევები: პრეტენზია, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, რომ საქართველოს აკლია დემოკრატია და ა.შ., - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და კავშირების სახელმწიფო მინისტრი ზოლტან კოვაჩი X-ზე.

კოვაჩი საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოს შეფასებასაც აზიარებს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: „არაფერი ახალი მზის ქვეშ: შაბათს, საქართველოს არჩევნებში გამარჯვებულები არ იყვნენ ბრიუსელი ან ლიბერალური მეინსტრიმი, არამედ გაიმარჯვა სუვერენულმა, მშვიდობაზე ორიენტირებულმა, ოჯახზე ორიენტირებულმა მმართველმა პარტიამ, რომელიც ღიად ანიჭებს პრიორიტეტს ეროვნულ ინტერესებს“.

ზოლტან კოვაჩი საქართველოს ხელისუფლების მმართველ გუნდს უნგრეთის სახელით არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ლიბერალების აშკარა დამარცხების შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი შეტევები: პრეტენზია, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, რომ საქართველოს აკლია დემოკრატია და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკოს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიასაც გუშინ ლიტველმა ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭირეს. უნგრეთი ულოცავს პარტია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის უზრუნველყოფასა და შენარჩუნებას და მზადაა გააღრმაოს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზოლტან კოვაჩი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი