ცესკო: სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ გასაყალბებლად საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, მივმართავთ ყველას, გაეცნონ PRO V&V-ს დასკვნას და პრობლემების შემთხვევაში მიმართონ სამართლებრივ ზომებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
419 29 ოქტომბერი 2024, 15:15

სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ გასაყალბებლად საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, მივმართავთ ყველას, გაეცნონ PRO V&V-ს დასკვნას და პრობლემების შემთხვევაში მიმართონ სამართლებრივ ზომებს, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

„დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.

აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს.

დაბოლოს, გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ დისკრედიტაციულ განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად. მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ დეზინფორმაციას“, - აცხადებენ ცესკო-ში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი