ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლაზე: ნებისმიერი განხორციელებული ზარი თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
400 30 ოქტომბერი 2024, 15:20

26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.

„დაინტერესებული მხარეები იმეორებენ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლისთვის.

ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები. შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც.

ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში.

თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჩემი სიტყვების დამადასტურებელ სქრინებს, რომელიც ძალიან მცირე ნაწილია შეურაცხმყოფელი შეტყობინების და კომენტარების.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი კოლეგების კანონიერ უფლებებს და ამჯერადაც ვადასტურებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება თავისი სიტყვების ერთგული და აფრთხილებს ყველას, ნებისმიერი განხორციელებული ზარი, თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის“, - განაცხადა იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი