შალვა პაპუაშვილი: დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“, რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 30 ოქტომბერი 2024, 21:11

დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“, რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

,,დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი" უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.

სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.

ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას "თავისუფალ და სამართლიან" არჩევნებად არ შეუფასებია.

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

"ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი - ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
არქივი