პაველ ჰერჩინსკი - წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მომავალ დღეებსა და კვირებში, მათ შორის, უმაღლეს, ევროკავშირის ლიდერების დონეზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
207 30 ოქტომბერი 2024, 21:25

ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები და დასკვნები მიუთითებენ რამდენიმე სერიოზულ დარღვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს, რადგან ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის.

„ჩვენ განვაგრძობთ მდგომარეობის ძალიან ყურადღებით მეთვალყურეობას. ეუთო/ოდირი არის ის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აფასებს, არჩევნები აკმაყოფილებენ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. მათი წინასწარი მიგნებები და დასკვნები მიუთითებენ რამდენიმე სერიოზულ დარღვევაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს რეკომენდაციებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გააცნობიერონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ჩვენ ასევე, შევნიშნეთ საქართველოს პროკურატურის განცხადებები. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკვე გამოაცხადა, რომ იგი განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპული საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაზე, ბუდაპეშტში 8 ნოემბერს.

„თქვენ ხედავთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკვე გამოაცხადა, რომ იგი განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპული საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაზე ბუდაპეშტში, 8 ნოემბერს. გუშინ ბრიუსელში პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წინასწარი განხილვა გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ. ყველა ვარიანტი განიხილება. სხვადასხვა ვარიანტი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ გზას. თქვენ დამისვით კითხვა სანქციების შესახებ. როგორც არაერთხელ გამიმეორებია, ევროკავშირის შემთხვევაში შემაკავებელი ზომების შემოღება, სანქციების შემოღება ერთსულოვნებას მოითხოვს. უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს მხოლოდ ხმების კვალიფიციურ უმრავლესობას. ეს ყველაფერი განიხილება წევრ სახელმწიფოებთან. გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმშიც დევს გარკვეული დაცვის მექანიზმები და ეს არის ევროპული კომისიის კომპეტენცია, რომ მუდმივად აწარმოებდეს მონიტორინგს, სრულდება თუ არა აღნიშნული დაცვის მექანიზმები.

„ევროპულ კომისიას ევალება, წევრ ქვეყნებთან განხილვა დაიწყოს, თუ სხვადასხვა საკონტროლო ნიშნულები არ იქნება დაცული, და ის ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზეც ეს შეთანხმება შედგა, მეტად აღარ მოქმედებს. როგორც ბევრჯერ იყო ნათქვამი, ყველა ვარიანტი განიხილება“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ კენჭისყრაზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეები.

„ეს არჩევნები გადამწყვეტი იყო ევროკავშირის გადმოსახედიდან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ კენჭისყრაზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეები. ამ არჩევნების ჩატარება აღინიშნა დარღვევებით. ეს უნდა გამოიძიონ და გამოასწორონ გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. დიახ, როგორც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არ გამოაცხადეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულად, მაგრამ ასევე არ განაცხადეს ამის საპირისპირო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი გამოძიება. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ყველა შესაბამისი უწყება დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ გამოიძიებს ყველა ბრალდებას და შესაბამის ზომებს მიიღებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყურადღებით განაგრძობს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.

„ეუთო/ოდირი არის ის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აფასებს, არჩევნები აკმაყოფილებენ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებაში. ეს იყო ძალიან ფართო დაკვირვება, რომელიც შედგებოდა რამდენიმე დელეგაციისგან, რომელშიც ასევე შედიოდნენ ევროპარლამენტის წევრები. ეუთო/ოდირმა არ გამოაცხადა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, მაგრამ ასევე არ განაცხადეს საწინააღმდეგო. მათ აღნიშნეს, რომ არჩევნების დღეს, ასევე საარჩევნო კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა მრავალ დარღვევას. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი უწყებები ამას გამოიძიებენ. ჩვენ ძალიან ყურადღებით გავუწევთ მეთვალყურეობას ამ სიტუაციას და წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მომავალ დღეებში და კვირებში, მათ შორის, უმაღლეს დონეზე – ევროკავშირის ლიდერების დონეზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი