თამუნა შიოლაშვილი: ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
483 31 ოქტომბერი 2024, 11:55

ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილი სოციალურ ქსელში იმ მიმოწერის ე.წ. სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც საარჩევნო საუბნო კომისიების ჩამოყალიბებისა და მუშაობის ხელის შეშლის მიზნით კომისიების წევრებისთვის გაცემულ მითითებებს ასახავს.

„ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა“, - წერს თამუნა შიოლაშვილი.

ერთ-ერთ სქრინში ასევე დაფიქსირებულია მითითება, რომ რაც აღნიშნულ ჩათში იწერება, არის კონფიდენციალური. „გაუგონარი ამბავია, რომ აქ დაწერილი გამჟღავნდეს, მით უმეტეს, ოლქის თავმჯდომარესთან!“ - წერია ერთ-ერთ სქრინში.

თამუნა შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ „იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, შექმნილი იყო „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად „ლელოდან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი