აშშ-მა რუსული ბანკები დროებით სანქცირებულთა სიიდან ამოიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 31 ოქტომბერი 2024, 17:43

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულ რუსულ ბანკებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების ნება დართო.

ფინანსური ოპერაციების წარმოებას რუსეთის რამდენიმე ბანკი, მათ შორის Sberbank-ი, VTB და Rosbank-ი, ასევე რუსეთის რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაცია შეძლებს. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ტრანზაქციებს, რომლებიც ენერგომატარებლების მოპოვებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და ვაჭრობას ეხება.

შეზღუდვა 2024 წლის 1 ნოემბრამდეა მოხსნილი მისი გაგრძელების შესაძლებლობით.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს , რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკმარისად პრაგმატულ პოზიციას იკავებენ და სწრაფად რეაგირებს მაშინ, როცა საქმე ამერიკის სავაჭრო- ეკონომიკურ ინტერესებს ეხება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი