შალვა პაპუაშვილი საქართველოს რუკასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 04 ნოემბერი 2024, 14:32
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.

პაპუაშვილი  მისი პრეზენტაციიდან შემდეგ სლაიდს აზიარებს, რომელზეც ჩანს, რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია და წერს, რომ თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს, ამ სლაიდის მიხედვით საქართველო სრულად აღუგავია პირისაგან მიწისა.

„თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა.  
და ამათ ვინმე დაარწმუნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ფაქტობრივად ტოტემების მსხვრევის ტოლფასი იქნებოდა მათთვის.
P.S. ეს საარჩევნო ოლქების რუკაა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი