თამთა მეგრელიშვილი: არჩევნების შეფასებისას მხოლოდ იმის გამო არ ითქვა სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რომ არჩევნების შეფასებისას ეს პრაქტიკა გამოირიცხა და ამ სიტყვებს აღარავინ იყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
423 05 ნოემბერი 2024, 12:42

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის მხრიდან, ეუთო/ოდირის შეფასებასთან დაკავშირებულ სპეკულაციას ეხმიანება.

„ეუთო/ოდირმა , როცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა - დასკვნაში არსად იყო გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“- წერს თამთა მეგრელიშვილი და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში ეს ტერმინოლოგია არ არის, რადგან ეს პრაქტიკა აღარ არის და არჩევნების შეფასებისას ეს სიტყვები აღარ გამოიყენება.

ანალიტიკოსის თქმით, ერთ-ერთი პირველი ვინც განაცხადა, რომ არჩევნების შეფასებისას ეს ტერმინოლოგია აღარ გამოიყენება, სამართლიანი არჩევნების გამგეობის თავმჯდომარე თამთა სართანიაა, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეს წესი დაივიწყა.

თამთა მეგრელიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედია თუ არასამთავრობო სექტორი ცესკოსა და არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობენ, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან არ მოიძებნება არცერთი მტკიცებულება და დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არასათანადო პირობებში ჩატარდა.

„ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ეუთო/ოდირის მიერ უარყოფითად შეფასდა, რადგან შეფასებისას არ იყო გამოყენებული სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რაც ამ არჩევნებს ლეგიტიმურობას უკარგავს.

თამარ სართანია, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე, ასევე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების შეფასების დროს სიტყვებს თავისუფალი და სამართლიანი წლებია აღარავინ იყენებს, ახლა კი, არჩევნებზე საუბრისას, მან ეს წესი რატომღაც დაივიწყა.

მაგალითად ეუთო/ოდირმა , როცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა - დასკვნაში არსად იყო გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას მხოლოდ იმის გამო არ ითქვა სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რომ არჩევნების შეფასებისას ეს პრაქტიკა გამოირიცხა და ამ სიტყვებს აღარავინ იყენებს.

მინაწერი: მართალია ოპოზიცია და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ცდილობთ ცესკოს და 2024 წლის არჩევნების პროცესის დისკრედიტაციას, მაგრამ არაფერი გამოვა, ერთი დასკვნა არ მოიძებნება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან არასათანადო პირობებში ჩატარდა,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი