დავით ქართველიშვილი: 1984 წლის მერე, ასეთი შედეგით არც ერთ რესპუბლიკელს არ მოუგია არჩევნები - ელექტორალი კოლეგიაც მოიგო და სახალხო კენჭისყრაც: რონალდ რეიგანი და დონალდ ტრამპი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 06 ნოემბერი 2024, 13:28

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე არჩევნებს ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპი საარჩევნო კოლეგიის 270 ხმას გასცდა და ამერიკელების ვარაუდით, საბოლოოდ 298-312 ხმას მოაგროვებს.

„აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი, დე-ფაქტო არჩეულია. არჩეულია იმ უეჭველი უპირატესობით, რომელიც წესით გამორიცხავს სამოქალაქო მღელვარებას და დემოკრატების აჯანყებას. თუმცა არ გამორიცხავს არჩეული დონალდ ტრამპის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობის განმეორებას“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მოსალოდნელი სასამართლო სხდომებისა და იანვარში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მიღმა, დონალდ ტრამპს სხვა სირთულეებიც ელის.

ანალიტიკოსის განმარტებით, საქართველოში მოქმედი ნაცმოძრაობის მსგავსად, ამერიკაშიც სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებში ლიბერალ-დემოკრატების დიდი რაოდენობა დახვდება ტრამპს. მისი თქმით, საინტერესოა შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი საკადრო რევოლუციის მოწყობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქვეყნის მართვა გაუჭირდება.

„ამ წამს დავასრულე საუბარი კალიფორნიასთან. "საარჩევნო კოლეგიის" 270 წევრის ხმას გასცდა დონალდ ტრამპი, მაგრამ ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში 298-312 ხმამდე ავა. რჩება არიზონა, ნევადა და ვისკონსინი, რომლის შედეგებს ალბათ ორ დღეში დადებენ. მაგრამ საკმარისი 270 ხმა უკვე მოგროვდა. 1984 წლის მერე, ასეთი შედეგით არც ერთ რესპუბლიკელს არ მოუგია არჩევნები - ელექტორალი კოლეგიაც მოიგო და სახალხო კენჭისყრაც: რონალდ რეიგანი და დონალდ ტრამპი.

მაშ ასე, ამ ეტაპზე (!) აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი, დე-ფაქტო არჩეულია. არჩეულია იმ უეჭველი უპირატესობით, რომელიც წესით გამორიცხავს სამოქალაქო მღელვარებას და დემოკრატების აჯანყებას. თუმცა არ გამორიცხავს არჩეული დონალდ ტრამპის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობის განმეორებას. წინ შესაძლო სასამართლო პროცესებია გამოვლენილ დარღვევებზე, შემდგომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს შედეგები და იანვარში - ინაუგურაცია.

მაგრამ, ძირითადი სირთულეები ტრამპს წინ ელის. საჯარო სექტორში დაბუდებული ჩვენი ნაცების არ იყოს და საქართველოს მასშტაბებს რომ გაცილებით აღემატება - იმ რაოდენობის ლიბერალ-დემოკრატები დახვდება მას სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებში. ნუ, ხელოვნების, სამეცნიერო და მედიასფეროებში - მით უმეტეს. ეყოფა თუ არა მას პოლიტიკური ნება და რესურსი - კონტრლიბერალური საკადრო რევოლუციის ჩასატარებლად, დრო გვანახებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი ღალატისა და საბოტაჟის პირობებში, ქვეყნის მართვა მას გაუჭირდება,“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი