ზურაბ ქადაგიძე: საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია „გაღმა გავიდა“ მარილზე, გახსნილად გამოცხადდა - უსამშობლოთა პოლიტიკის, „ზელენსკომანიისა“ და „აგენტოკრატიის“ცცცც ქელეხის დასაწყისი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
434 06 ნოემბერი 2024, 14:53

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია იცვლება.

ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმის დემონტაჟის დასასრულის დასაწყისი, ხოლო, საქართველოში "ზელენსკომანიის" და "აგენტოკრატიის" ქელეხის დასაწყისი იქნება.

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია "გაღმა გავიდა" მარილზე და შესაბამისად - გილოცავთ, მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმის დემონტაჟისა და გენდერული სიგიჟეების დასასრულის დასაწყისს. საქართველოში კი, გახსნილად გამოცხადდა - უსამშობლოთა პოლიტიკის, "ზელენსკომანიისა" და "აგენტოკრატიის" ქელეხის დასაწყისი!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი