გია აბაშიძე დონალდ ტრამპის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებებზე: საქართველოს ფსევდოპრეზიდენტის სიტყვის ფასი, რომ უმდაბლეს ნიშნულებზე ჩადის, ყოველდღიურად თვალსაჩინოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
468 06 ნოემბერი 2024, 16:19

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის შესახებ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილი ერთ შემთხვევაში აცხადებს, რომ „ტრამპის გამარჯვება მსოფლიოსთვის შესაძლოა უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს“, ხოლო დღეს, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის სიტყვის ფასი, უმდაბლეს ნიშნულებზე ჩადის.

„უტიფრობა, უნამუსობა, უპრინციპობა და კიდევ სხვა ნეგატიური მახასიათებელი სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ნაცპოლიტიკანების ჩვეული კრიტერიუმებია. საქართველოს ფსევდოპრეზიდენტის სიტყვის ფასი, რომ უმდაბლეს ნიშნულებზე ჩადის, ყოველდღიურად თვალსაჩინოა.
სალომე ზურაბიშვილი ადრე და ახლა:
2016: ტრამპის გამარჯვება მსოფლიოსთვის შესაძლოა უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.
2024: გილოცავთ არჩევას ბატონო პრეზიდენტო“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი