თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია თითო-ოროლა მიშისტი ევროპარლამენტარის იმედად დარჩა, გამარჯვებული გუნდის პრემიერი კი ევროპის ლიდერებთან ერთად შეხვედრებს მართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 12 ნოემბერი 2024, 14:43

შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, თუ ვინ არის გამარჯვებული და ვინ დგას უკვე ვადაგასული პოლიტიკის მხარეს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ ოპოზიციის აქციებზე ევროპიდან ჩამოდიან ის დეპუტატები, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალიზმით, ლიბერალიზმით და მიშიზმით.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტიისთვის ოფიციალური მოლოცვების დაგვიანება, დასავლეთის უკვე მილევადი პოლიტიკური თამაშია, რომელიც მარცხისთვის არის განწირული.

„ბოლო დღეების ქრონიკებს თუ გადავხედავთ, ანალიზიც და დასკვნაც მარტივი გასაკეთებელია. ოპოზიციის ვერშემდგარ გრანდიოზულ აქციებზე ევროპიდან ჩამოდიან ის დეპუტატები, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალიზმით, ლიბერალიზმით და მიშიზმით. თუმცა, მათი რიცხვი გასულ წელთან შედარებით რატომღაც შემცირდა. არც ისეთი ხმამაღალი განცხადებები გვესმის ევროპიდან ოპოზიციის მხარდასაჭერად. ეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია გამარჯვებულად აცხადებს თავს და თან გვიმტკიცებენ, მთელი ევროპა ჩვენ გვაღიარებსო.

არადა, ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხან შუაგულ ევროპაში და ხან აზერბაიჯანში, ევროპელ ლიდერებს ხვდება და სიტყვით გამოდის. შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელს არ აღიარებდე და მას ხელს ართმევდე. ის, რომ ოფიციალურ მოლოცვებს აგვიანებენ, დასავლეთის უკვე მილევადი პოლიტიკური თამაშია, რომელიც ისევეა განწირული მარცხისთვის, როგორც დასრულდა მათი ომის პოლიტიკა. ასე რომ, ამ დღეების მოვლენებით შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, თუ ვინ არის გამარჯვებული და ვინ დგას უკვე ვადაგასული პოლიტიკის მხარეს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი