დავით ქართველიშვილი საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველოს დაწინაურებაზე: ჩვენ არა მხოლოდ ვცდილობთ - ჩვენ ვახერხებთ! დანარჩენები მოლდოვასა და უკრაინის დაწევა/გასწრებაში არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
481 13 ნოემბერი 2024, 13:34

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Economist Intelligence Unit-სა და მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველოს დაწინაურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი სახარებას იხსენებს და წერს, რომ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული შრომა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა უკვე ციფრებში აისახა.

მისი თქმით, ხელისუფლება ახერხებს გააუმჯობესოს მონაცემები, დანარჩენები კი უკრაინასა და მოლდოვას ეჯიბრებიან.

„ამას დიდი კომენტარი არ სჭირდება, გარდა სახარებისეულისა: „ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. ზუსტად ეს ეკუთვნის მათ, ვინც უკანასკნელ 11 წელიწადში საჯარო მოხელეთა შორის კორუფციის კომპონენტში არ მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ და არ მიბაძავს საქართველოს, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში, იკავებს მსოფლიოში პირველ ადგილს, სწორედ რომ ამ გაუმჯობესებისადმი თავისი გაწეული ღვაწლით. ჩვენ არა მხოლოდ ვცდილობთ - ჩვენ ვახერხებთ! დანარჩენები მოლდოვასა და უკრაინის დაწევა/გასწრებაში არიან,“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი