დავით ჩიხელიძე: „სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
440 13 ნოემბერი 2024, 16:40

„სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, რაც რეალურად არა პრობლემას არამედ ადამიანურ გადაცდომას წარმოადგენს, (2020წელს, პივიტის გაყალბება შერაცხეს ადამიანურ შეცდომად და გენდერის ჭრილში გადაცდომა,არ შეიძლება დიდ დარღვევად იყოს აღქმული) - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით 3044 საარჩევნო უბანი გაიხსნა, საიდანაც გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენის თეორიული შესაძლებლობაც არ აქვს.

„სამართლიანმა არჩევნებმა" მორიგ ჯერზე გაამახვილა ყურადღება გენდერის საკითხზე, რაც რეალურად არა პრობლემას არამედ ადამიანურ გადაცდომას წარმოადგენს, (2020წელს, პივიტის გაყალბება შერაცხეს ადამიანურ შეცდომად და გენდერის ჭრილში გადაცდომა,არ შეიძლება დიდ დარღვევად იყოს აღქმული). საქართველოს მასშტაბით 3044 საარჩევნო უბანი გაიხსნა(სულ 3111) გენდერული ბალანსი მხოლოდ 11 შემთხვევაში დაირღვა, რაც ცალსახად უმნიშვნელო ციფრია, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენის თეორიული შესაძლებლობაც არ აქვს! აქვე განმარტებისთვის, ამომრჩევლის გენდერული ნიშნით აღნიშვნას კანონი არ არეგულირებს, შესაბამისად აღრიცხვის პროცესში ხარვეზი ბუნებრივია, მით უფრო მაშინ, როცა აღირიცხება არა ორივე გენდერი, არამედ მხოლოდ ქალი ამომრჩევლები, რომელიც აკლდება უბანზე მოსულ ადამიანთა რიცხვს და მათ შორის სხვაობა ავტომატურად მამაკაცი ამომრჩეველია, შესაბამისად ერთ პარამეტრში დარღვევა ავტომატურად იწვევს მეორე პარამეტრის ცდომილებას", - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი