ირაკლი კობახიძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის უზრუნველყოფას რეგიონში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 15 ნოემბერი 2024, 00:41

ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას , რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.

პრემიერის თმით, საქართველო მზად არის, მედიატორის რანგში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში.

„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას , რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ამიერკავკასიაში. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. თუ იქნება ინტერესი, რომ საქართველო მედიატორის რანგში ან სხვა კუთხით კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში და ა.შ, ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ ამ კუთხით ჩვენს მზაობას. რა თქმა უნდა, ეს მზაობა ახლაც არის ძალაში. თუ იქნება ეს ინტერესი, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერა შევთავაზოთ ორივე ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი