სოზარ სუბარი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე: ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 16 ნოემბერი 2024, 14:08

პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება.

„გილოცავთ!
ისტორიული გამარჯვება უკვე ოფიციალურად გაფორმდა!

დღეს ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა "ქართული ოცნების" და ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითაც არა მხოლოდ უსამშობლო ოპოზიციას, არამედ მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება,“ - წერს სოზარ სუბარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი