თამარ ჩიბურდანიძე ილონ მასკის განცხადებაზე: „დიახ, ევროპა კვდება და გადარჩენის გასაღები მხოლოდ მათ ხელშია, შეძლებენ თუ არა უძველესი კულტურის მქონე ერები არსებობას, თუ დარჩება მხოლოდ ტერიტორია, რომელსაც ერქმევა უბრალოდ ევროპა?”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 18 ნოემბერი 2024, 15:52

„ევროპა კვდება ევროპული, ქრისტიანული ღირებულებებისადმი ღალატის და გაბატონებული ლიბერალური ფაშიზმის შედეგად," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი აზრით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ წლების წინ ევროპამ მოსახლეობის შესავსებად იმიგრანტების ნაკადის მიღება დაიწყო.

„ილონ მასკმა გამოაქვეყნა ევროპული სახელმწიფოების დემოგრაფიული მონაცემები, სადაც მოსახლეობის საგანგაშო კლებაა. ეს პროცესები დაწყებულია ჯერ კიდევ ათეული წლების წინ. ევროპაში დემოგრაფიული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ტიტულიანი ერები, რომლებმაც შექმნეს ევროპული ცივილიზაცია, გაქრობის პირასაა.

ევროპა კვდება ევროპული, ქრისტიანული ღირებულებებისადმი ღალატის და გაბატონებული ლიბერალური ფაშიზმის შედეგად. ევროპა კვდება ვითომ დემოკრატიული, სინამდვილეში კი არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამო. სწორედ მოსახლეობის შესავსებად დაიწყეს იმიგრანტების ნაკადის მიღება წლების წინ, რითაც კიდევ უფრო გაანადგურეს საკუთარი გენოფონდი და დღეს უკვე საკუთარი ეროვნული პოლიტიკაც.

ევროპა კვდება ბოლო წლებში ომის პოლიტიკის წარმოების გამო. ევროპა მაგალითია ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც საკუთარ ტრადიციებს, გაბატონებულ ფსევდო ლიბერალურ დოქტრინებს ფეხქვეშ გაათელვინებს. დღეს ევროპის გადარჩენის გასაღები მხოლოდ ევროპელების ხელშია, შეძლებენ თუ არა უძველესი კულტურის მქონე ერები გადარჩენას? თუ დარჩება მხოლოდ ტერიტორია, რომელსაც ერქმევა უბრალოდ ევროპა? ქართველი ხალხი მაგალითი უნდა იყოს ევროპისთვის იმის, თუ ამ ურთულეს პერიოდში როგორ ვცდილობთ საკუთარი ერის გადარჩენას. მართალია, დღეს ჩვენც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ როდესაც ერი ფხიზლადაა და ეროვნული ხელისუფლება ჰყავს, გადარჩენის შანსი ყოველთვის არის. მხოლოდ ამიტომ გვწყალობს უფალი,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი