„ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოეტანოს - ეს ის დესტრუქციული ძალაა, რომელიც ჩუმად აგზავნის წერილებს უცხო ქვეყნებში და სამშობლოს, ხალხისა და მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის დასჯას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 18 ნოემბერი 2024, 20:43
„ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოეტანოს - ეს ის დესტრუქციული ძალაა, რომელიც ჩუმად აგზავნის წერილებს უცხო ქვეყნებში და სამშობლოს, ხალხისა და მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის დასჯას ითხოვს“, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის საიდუმლოდ გაგზავნილი წერილი.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და მათი ქმედება კუდის უკანასკნელ მოქნევას ჰგავს. 

„აშშ-ში, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ქართული რადიკალური ოპოზიციის მოქმედება კუდის უკანასკნელ მოქნევას ჰგავს. ჩვენი ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში არც 2016 და არც 2020 წლებში არ ყოფილა. [საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მთავარი დაპირება იყო ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოეტანოს და სასამართლოს მიერ აიკრძალოს ამ დესტრუქციული ძალების ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა, [რაც, აუცილებლად შესრულდება].  ეს ის დესტრუქციული ძალები არიან, რომლებიც ჩუმად, ფარულად აგზავნიან წერილებს [უცხო ქვეყნებში] და საკუთარი სამშობლოს, ხალხისა და მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის დასჯას ითხოვენ. იმედი მაქვს, ამ ფსევდოლიბერალიზმს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც გაუმკლავდება. 

რაც შეეხება იმ 100 მილიონის გადამისამართებას, რასაც გლობალური ომის პარტიის პენსიაზე გასასვლელი მარიონეტი და ლაქია ჟოზეფ ბორელი ოპოზიციას შეჰპირდა, არ ვიცი, ეს რაში შეიძლება დაეხმაროს მათ. კი ბატონო, შეიქმნება ერთი-ორი ახალი ენჯეო. ეს არცთუ ისე დიდი თანხაა, რომ სრულიად საქართველო, არარსებული საბაბით ქუჩაში გამოიყვანო და მშვიდობიანი გარემო ქაოსად აქციო. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს, ქართველმა ამომრჩეველმა კი ხმა იმ ხელისუფლებას მისცა, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი