გვარამიას მიტინგები უაზრობაა - უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
487 18 ნოემბერი 2024, 23:05
ოფისიდან სახლში ფეხით ვბრუნდებოდი და მიტინგიც გავიარე. გზაში, ასობით, თუ არა ათასობით სტუდენტი შემხვდა, რომელიც უნივერსიტეტიდან მეტროსკენ მიდიოდა. ანუ უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, - წერს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, გვარამიას მიტინგები რომ უაზრობაა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ასობით სტუდენტმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის ახლოს მდებარე უნივერსიტეტების სტუდენტებიც კი არ დგანან აქციაზე. 

რაქვიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რეალობას არ აღიარებენ, ტყუილში აგრძელებენ ცხოვრებას და არც კი უშვებენ, რომ ვინმემ ოდნავ კრიტიკული კითხვა დასვას.

“გვარამიას მიტინგები რომ უაზრობაა, კი მაქვს ნათქვამი, მაგრამ ვისაც არ გჯერათ, ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ. 

ოფისიდან სახლში ფეხით ვბრუნდებოდი და მიტინგიც გავიარე. გზაში, ასობით, თუ არა ათასობით სტუდენტი შემხვდა, რომელიც უნივერსიტეტიდან მეტროსკენ მიდიოდა. ანუ უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა. პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს. ანუ აგერ, ცოცხლად ხედავ, რომ შენს გვერდზე მყოფი უნივერსიტეტების სტუდენტებიც კი არ დგანან შენს აქციაზე და ამ რეალობას არ აღიარებ, ტყუილში აგრძელებ ცხოვრებას და არც კი უშვებ, რომ ვინმემ რაიმე ოდნავ კრიტიკული კითხვა დასვას, ამიტომ მედიაც მთლიანად დაცლილი გაქვს საღი აზრისგან და შენივე აქტივისტების ცირკით გაქვს გადავსებული ეთერი. 

შეიძლება მე რაღაც მეშლება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ "რუსული რეჟიმი" ასე არ მარცხდება." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი