გიორგი კალანდარიშვილი გენპროკურატურაშია, სადაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
462 21 ნოემბერი 2024, 13:47
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.

ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის.

„პროკურატურას ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რომელიც გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა თანამშრომელი იკითხება. ვფიქრობ, ეს გამოძიება გაგრძელდება და გამოიკითხებიან სხვა პირებიც, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებიან გამოძიების ეფექტიანად განხორციელებისთვის. გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მათ შორის, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან და მანიპულაციასთან დაკავშირებით გაისმა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ვერიფიცირებული და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც პოსტსაარჩევნო პერიოდში ვრცელდება.

დღეს არჩევნებიდან 26-ე დღეა და დღემდე არც ერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ [არჩევნების პერიოდში] სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი და რომელსაც შეეძლო, მოეხდინა რაიმე გავლენა შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი