დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 21 ნოემბერი 2024, 14:59
ცესკო თანამშრომლობს პროკურატურასთან, მაგრამ, სამწუხაროდ არ თანამშრომლობს თავად პოლიტიკური ოპოზიცია, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ თქვა, რომ მას აქვს უამრავი მტკიცებულება, თუმცა არ მიაქვს პროკურატურაში, ვინაიდან არ არსებობს ასეთი მტკიცებულება.

„ჩვენ ვნახეთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მტკიცებულება ვერ მიიტანეს. ეს კიდევ მორიგ ჯერზე გახდა იმის საფუძველი, რომ მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მათმა მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს. თქვეს, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია. ამიტომ არის, რომ აქციებზეც არავინ ჰყავთ და ამიტომ არის, რომ უცხოეთიდანაც მათ სასარგებლოდ გაცხადებები აღარ კეთდება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოკითხვა მიმდინარეობს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი