დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 22 ნოემბერი 2024, 12:00

„რუსეთმა ნათლად განაცხადა - „გეიმების" დრო დასრულდა და ის მათი „ოვერისთვის“ მზადაა. ბაიდენმა კი, კიდევ ერთ მიზანს მიაღწია, როდესაც თავის მარიონეტ ზელენსკის ბრძანება „ფას“ მისცა - ტრამპის „სამშვიდობო“ ინიციატივამ, როგორც საარჩევნო დაპირებების ძირითადმა პუნქტმა, შეიძლება „ჩაილურის წყალი“ დალიოს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან ბირთვული განადგურების პოტენციალის მქონე ახალი ბალისტიკური სარაკეტო სისტემის ამოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როდესაც მოსკოვის ქმედებას წინ ვერავინ ეღობება, საფრთხე იმის, რომ აშშ-ს სამშვიდობო ინიციატივები ჩავარდეს, რეალურია.

ამ ფონზე კი, ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გრძელდება ადგილობრივი „დეტონატორების“ [რადიკალური ოპოზიციის] მხრიდან ვითარების გამწვავების მცდელობა და მათი ნება რომ იყოს, სიხარულით დაადგებოდნენ ზელენსკის გზას. ამის დაშვებას კი, მისი აზრით, საზოგადოება ხელისუფლებას აღარ აპატიებს.

„ესეც „თხილნარი“ ("орешник"). ახალი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა ბირთვული განადგურების პოტენციალით. ფრენის სიჩქარით - 3 კმ/წამში. მას ვერ აჩერებს ვერც ერთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა. ზელენსკის მართვადი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთმა წამებში გაანადგურა ქალაქ დნეპრის ქარხანა „იუჟმაში“. გაანადგურა სამაგალითოდ. გაანადგურა იმ ულტრათანამედროვე შეიარაღებით, რომლის შექმნასა და მოდერნიზებას შეუდგა მას შემდეგ, რაც 2019 წელს აშშ გამოვიდა მსგავსი ტიპის შეიარაღების შემაკავებელი ხელშეკრულებიდან.

ანუ ტრამპის მიერ განხორციელებულ ქმედებას, პუტინმა დღეს ფაქტობრივად ტრამპსვე უპასუხა. ოღონდ ამჯერად ბირთვული შედეგების გარეშე. მანამდე კი, 17-18 ნოემბერს „ვიღაცამ“ მწყობრიდან გამოიყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი ორი 135-მილიანი ინტერნეტ-კაბელი: ერთი გერმანიისა და ფინეთის, მეორე შვედეთისა და ლიეტუვას დამაკავშირებელი, რამაც ადგილობრივ ინტერნეტ-გეიმერებში პანიკა გამოიწვია.

მაგრამ სრული ისტერიკა მაშინ დაეწყებათ, თუ კი „თხილნარი“ გადაწყვეტს მათ სტუმრიანობას. რუსეთმა ნათლად განაცხადა - „გეიმების“ დრო დასრულდა და ის მათი „ოვერისთვის“ მზადაა. ბაიდენმა კი, კიდევ ერთ მიზანს მიაღწია, როდესაც თავის მარიონეტ ზელენსკის ბრძანება „ფას“ მისცა - ტრამპის „სამშვიდობო“ ინიციატივამ, როგორც საარჩევნო დაპირებების ძირითადმა პუნქტმა, შეიძლება „ჩაილურის წყალი“ დალიოს. პუტინს ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, არანაირი შეთანხმებებისთვის აღარ ცხელა.

საქართველოში კი, გრძელდება ადგილობრივი „დეტონატორების“ ქაოსური ბრუნვა - ერთდროულად ქაოსური და აკვიატებულად მიზანმიმართული. მათ ხელში რომ იყოს სიტუაცია, რა დიდი სიამოვნებით დაადგებოდნენ ზელენსკის გზას - ოღონდ, ჩვენს შემთხვევაში, საპასუხოდ, პუტინი „თხილნარს“ არც კი მიმართავდა, უფრო მარტივი გზით დაგვსჯიდა და გაგვანადგურებდა. სექტანტებში მშვიდობის თემაზე კიდევ გრძელდება ჩვენი დაჰაჰავება?

დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტშაჰიდების და დეტონატორების მხრიდან - კი. ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ამჯერად, მთავარი საარჩევნო დაპირებისამებრ, ამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში
გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას
კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის ეკონომიკას?
პარიზში, ათენში, ლონდონში, აშშ-ში საპროტესტო აქციების პოლიციური დარბევის დროს გამოყენებული ნივთიერებებით ათეულობით ადამიანი ზიანდება-BBC ამაზე არასდროს დაწერს, ევროპარლამენტი ამაზე რეზოლუციას არასდროს გამოსცემ
მეორე ფრონტის იდეა, შეიძლება ითქვას, განეიტრალებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი დამსახურებით ხდება
არქივი