დავით ქართველიშვილი: 61 დამბოლებელი წვიმის მიუხედავად ლილოს ბაზრობაზე გდია "პინჯაკ-ჰალსთუჰების" შესაძენად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 26 ნოემბერი 2024, 14:54
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში ოპოზიციის შესაძლო შესვლის საკითხს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესასვლელად ემზადება და ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე ზრუნავს ახალი სამოსის შეძენაზე.
„ნუ დააბოლებ და არადაბოლებული იქნები" - სიების ჰეროიკულ ჩახსნაზე მოჩვენებით აჟიოტაჟს რომ ქმნიან, საუბარია საარჩევნო-პარტიული სიებიდან პარლამენტში ვერ მოხვედრილთა ამოწერა-ჩახსნაზე. დანარჩენი 61 დამბოლებელი წვიმის მიუხედავად ლილოს ბაზრობაზე გდია "პინჯაკ-ჰალსთუჰების" შესაძენად. მანამდე რატომ არ შეიძინეს? მზიან ამინდში? "ამაშია საქმე" ვაჟა ზაზაევიჩი.
რა იცოდნენ, რომ მოხვდებოდნენ პარლამენტში - გაუმჭვირვალე მუქთა ფული ტყუილად რატომ დახარჯულიყო. ასე რომ, ის გახარებული და მაზალო არჩეული დეპუტატი არ დამიჩაგროთ ფარჩაკებო. კრედიტ-ოფიცერს შეხვდა უკვე მშობლიურ "TBC"-ში - სამსახურიდან ხელფასის შესახებ ცნობაღა რჩება მისატანი. მაგრამ, არ იჩქაროო, ურჩიეს - იანვრიდან უფრო დიდი ოდენობა დაგიფიქსირდებაო. სიები კი არ მოხსნეს - პარტიული ბალასტი გადაყარეს ნაგავსაყრელზე. შემდეგი სადგური "ელექტროდეპო" - არც მათ არ ასცდებათ, არა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი