დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
471 27 ნოემბერი 2024, 19:34

მიხეილ ყაველაშვილს აქვს შანსი მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოს აქვს შანსი ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე აირჩიოს მეექვსე პრეზიდენტი.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელმაც მოკლე ვადაში შეძლო პრეზიდენტის რანგში წარედგინა გუნდის წევრი.

„მიხეილ ყაველაშვილს აქვს შანსი მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. გამოიყვანოს, იმ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის არჩევის დროს ჩაეყარა. მას რვა თვეში მოუწყვეს გადატრიალება, გაუშვეს ტყეში, სადაც მიიყვანეს თვითმკვლელობამდე თუ მოკლეს ახლა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შემდგომ იგივე საზოგადოება ყვავილებით ხელში დახვდა შევარდნაძეს. მოგვიანებით კი ის პრეზიდენტის სავარძლიდან ვარდებით ხელში გააცილეს სახლში. ამის შემდეგ სამგზის ზედიზედ ჩაგვიდეს უცხო ქვეყნებისა და ძალების მიერ მართული აგენტები, სხვათა შორის ერთი რამდენჯერმე.

ახლა საქართველოს ეძლევა, შესაძლებლობა პრეზიდენტად აირჩიოს ადამიანი, რომელიც განსახიერებაა პატიოსნების, ქართველობის და ამ ქართველობაში შეიძლება ემოციურიც იყოს, რაშიც უფრო ქართველობა ჩანს, ვიდრე უხეშობა და სიხისტე. სიხისტეს თავის დროზე უწუნებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ყველამ ვიცით როგორი ერთგული პატრიოტი იყო ის თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში. მიხეილ ყაველაშვილიც არანაკლებად ერთგული, უღალატო ადამიანი იქნება პრეზიდენტის რანგში.

რა შეიძლება, დაუწუნო ადამიანს, რომლის მიმართაც არ არის კომპრომატი, არც პირად ცხოვრებასთან და არც პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ის არის პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაუწყო ძალიან უხერხული შეკითხვების დასმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩს კელი დეგნანს, რამაც აღაშფოთა ეს ქალბატონი. შეკითხვებს პასუხი არ გაეცა. ის უბრალოდ მიხეილ ყაველაშვილში ვერ ხედავდა ვერც ქართველს, ვერც ქართველ პოლიტიკოსს და ვერც დეპუტატს. ახლა კი კარგად გამოჩნდა, სად არის დღეს კელი დეგნანი და სად იქნება ხვალ მიხეილ ყაველაშვილი.

მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ზუსტად იმ პოლიტიკური გუნდის - „ხალხის ძალის“ წევრი, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა, იმ პოლიტიკურ ლაბორატორიად, რომელმაც უკვე დღეს შეძლო მისი გუნდის წევრი წარადგინოს პრეზიდენტის რანგში.

რაც ყველაზე მთავარია დღეს გვეძლევა შესაძლებლობა ფანატიზმის გარეშე ავირჩიოთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი