ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებზე: ადამიანი, თუკი მას გულწრფელი პროტესტი აქვს, დამერწმუნეთ, ე.წ. რკინის ნივთების და ჩაქუჩების სახლიდან წამოღებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
251 30 ნოემბერი 2024, 01:35
„ჩვენ ვხედავთ ადამიანებს ჩაქუჩებით, ცულებით და მეტალის სამუშაო იარაღებით, რომლითაც ლეწავენ და ამტვრევენ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზებული. ეს ადამიანები ახლა დგებიან წინა პლანზე იმისთვის, რომ მოხდეს მაქსიმალური დაპირისპირება პოლიციასთან, რათა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს მსხვერპლი," -  ასე აფასებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს „ხალხის ძალია“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. 

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ წარმოაჩინონ სხვა რეალობა. მთავარი მიზანი კი იმის რაც ქუჩაში ხდება, არის ხელისუფლების წინააღმდეგ ანგარიშსწორება, რადგან, როგორც ექსპერტი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილა მსოფლიო პოლიტ-კონიუნქტურას. 

„რეალობა არის გაცილებით სხვა. რეალობა არის რთული და საქართველოს წინაშე გაცილებით რთული გამოწვევები დგას, ვიდრე ის რაც ქუჩაში ხდება. ლიბერალური ფაშიზმის დასასრული მსოფლიოშიც დაიწყო და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მიმდინარეობს ძალთა გადალაგება. საქართველოში ამ ყველაფრის ბოლო ფაზას ვხედავთ, როცა შეიძლება მოხდეს ანგარიშსწორება ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც რეალურად ითხოვდნენ კიდეც. ოთხმა პარტიამ რა მოითხოვა - საქართველოს დასჯა იმისათვის, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ დაემორჩილა მსოფლიო პოლიტ-კონიუნქტურას, გლობალური ომის პარტიას და რეალურად ხელისუფლებაში არ მოიყვანა აგენტოკრატები. 

ახლა ჩვენ ვხედავთ ამ დადგმულ სურათს, რომლის სათავეში არიან აგენტოკრატები, რომლებიც აკერმანისეული მეთოდებით ცდილობენ ამ ყველაფრის [აქციების] რევოლუციაში გადაზრდას. ადამიანები გამოდიან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, კეკლუცობენ, ტელევიზიების წინ სურათს დგამენ. ისინი კონკრეტული დროის დადგომის შემდეგ ქრებიან ტელეეკრანებიდან და ტოვებენ გავეშებულ მასას. მასას, თორემ ადამიანი, თუკი მას გულწრფელი პროტესტი აქვს, დამერწმუნეთ, ე.წ. რკინის ნივთების და ჩაქუჩების სახლიდან წამოღებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს ჩაქუჩებით, ცულებით და მეტალის სამუშაო იარაღებით, რომლითაც ლეწავენ და ამტვრევენ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზებული. ეს ადამიანები ახლა დგებიან წინა პლანზე იმისთვის, რომ მოხდეს მაქსიმალური დაპირისპირება პოლიციასთან, რათა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს მსხვერპლი," -  განაცხადა ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი