დავით ქართველიშვილი: თქვენ მოგმართავთ, რომლებიც ჩემში „რუსს“, „მოღალატეს“ თუ „მონას“ ხედავთ - კოგნიტიური დისონანსის და ბიპოლარული აშლილობის მსხვერპლად არ მინდა გიხილოთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 30 ნოემბერი 2024, 12:05
„არარსებულ „რუსულ ქარის წისქვილებთან“ ბრძოლას თავი დაანებეთ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ოპოზიციას და მის მომხრეებს მოუწოდებს გამოვიდნენ სისულელეების ტყვეობიდან.

მისივე თქმით, დროა საზოგადოებამ მორიგ სტიგმაზე და ფეიკზე აგებული დეზინფორმაციული "სიმართლე" გაიაზრონ და გაარჩიონ ჭეშმარიტებისაგან.

„გამგები გაიგებს. ძალიან უნდა კაცობრიობის მოდგმის მტერს ფატალურად გადაკიდოს ერთმანეთს: შვილი - მშობლებს, ძმას - და, მეგობარს - მეგობარი. ამ წითელ ხაზთან მიახლოებულები ხართ ზოგ-ზოგიერთები. გადაკვეთისას - იქიდან შეიძლება დაბრუნების შანსიც აღარ იყოს. ნუ აჰყვებით ცარიელ, ვერაფრით რეალურით გამაგრებულ, გარედან შემოგდებულ ემოციებს. იმაზე უფრო ხანგრძლივი და ძლიერი გენეტიკის მატარებლები ხართ და ჭკუის პატრონები, მორიგ სტიგმაზე და ფეიკზე აგებული დეზინფორმაციული "სიმართლე" რომ ვერ გაარჩიოთ ჭეშმარიტებისაგან. თან შეიძლება ვეღარც ატყობთ - საოცრად აგრესიულები ხდებით. ისე, რომ შეიძლება ვერც გრძნობთ ამას საკუთარ თავში. ვიმეორებ - ამ სიცრუეში, სიძულვილსა და შეცდომასა შინა შეყვანაში - "წყალს ბავშვსაც ნუ გადააყოლებთ".

მიყვარხართ იცოდეთ, მიუხედავად იმისა - თქვენ რა ვერდიქტი გამოუტანეთ უკვე ჩემს ამ გრძნობას, ან მზად ხართ განაჩენის გამოსატანად. შეცდომის აღიარება - ცოდვა არაა. ეს დღე აუცილებლად დადგება - უფალი თითოეულს გეწვევათ. უბრალოდ, იმ მომენტისთვის გადადგმულმა გამოუსწორებელმა ნაბიჯებმა არ გადაფარონ თქვენში სიგიჟისა და სიცრუის მძევლობიდან გათავისუფლების გარდაუვალი სიხარული. თქვენ მოგმართავთ, თქვენ! რომლებიც ჩემში დღეიდან "რუსს", "მოღალატეს" თუ "მონას" ხედავთ. ჩამოყალიბდით ჩემს მიმართ თქვენს ამ თურმე აქამდე ფარისევლურ და ყალბ "სიყვარულში". კოგნიტიური დისონანსის და ბიპოლარული აშლილობის მსხვერპლად არ მინდა გიხილოთ! მე ეს რომ არ მინდა - ამიტომ ვწერ არ "ეპისტოლეს". დაფიქრდით და ჩამოყალიბდით. გამოდით ამ სისულელეების ტყვეობიდან და "ჩელიაბისკისეული" შიზოფრენიიდან. "რუსეთი", "რუსულმა", "რუსი" - ვერ იმჩნევთ, რომ უკვე პარანოია გჭირთ???მივიწყებულ და მიტოვებულ მოძღვრებს მაინც დაურეკეთ. მიდექ-მოდექით, შეაწუხეთ ხალხი. არარსებულ "რუსულ ქარის წისქვილებთან" ბრძოლას თავი დაანებეთ. მე კი ქიზიყში წავედი, ჩემებთან. უნდა დავლიო...არა, ვოდკა - არა! და არც ბალალაიკაზე დაკვრას ვაპირებ. მშობლიური ტიბაანი. მარხვაც მახსოვს - თევზი მიმაქვს. თქვენც, დიახ თქვენც გეუბნებით - მენტალური ტყვეობა ამის საშუალებას თუ გაძლევთ, გამომყევით. ორი კაცი და გავდივარ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი