ნიკა გვარამია - პრეზიდენტის როლი უბრალოდ შეუძლებელია, რომ არ დააფასო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 30 ნოემბერი 2024, 22:24

პრეზიდენტის როლი უბრალოდ შეუძლებელია, რომ არ დააფასო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, რაც შეხვედრაზე მოისმინა, იყო ძალიან კონსტრუქციული, სწორი და დროული.

„უბრალოდ შეუძლებელია, პრეზიდენტის როლი არ დააფასო, გამომდინარე პოლიტიკური წონიდან, მაგრამ, რაც მთავარია, სამართლებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. პრეზიდენტი არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც შეუძლია, ისაუბროს საქართველოს სახელით. ასეა დღეის მდგომარეობით. ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ ეს მოცემულობაა. რაც დღეს მოვისმინეთ იყო ძალიან კონსტრუქციული, სწორი და დროული. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები იღებდნენ მონაწილეობას ცალკეულ გადაწყვეტილებებში თუ განცხადებებში ან რა გაცვლა-გამოცვლა უნდა გვქონდეს ინფორმაციის და არამხოლოდ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრებიც იყვნენ ამაში ჩართულნი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს აქვს  მოსაზრებები, ამას თვითონ განაცხადებს“, – განაცხადა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი