ირაკლი გოგავა: მიმდინარეობს საქართველოს ომში ჩართვის გამალებული მცდელობა! ამისთვის სახელმწიფო გადატრიალებას ლამობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
408 01 დეკემბერი 2024, 11:32
1992 წელს პირველ გადატრიალებას აფხაზეთის ომი მოყვა. მეორე გადატრიალებას 2004 წლის ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები და 2008 წლის ომი მოყვა. ყველა შემთხვევაში მსხვერპლი, დევნილები მივიღეთ და ტერიტორიები დავკარგეთ. მორიგი გადატრიალებაც ომისთვის სჭირდებათ, რასაც მეტი ტერიტორიების დაკარგვა და ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვება, ცხადია დიდი მსხვერპლით,- წერს სოციალურ ქსელში, პოლიტოლოგი, ყოფილი პარლამენტის წევრი ირაკლი გოგავა. 

მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ  პარტიზანული მოქმედებები დაიწყება, რადგან ოკუპანტი დასახლებულ პუნქტებში შემოვა, ეს კი არის ის, რაც   ზუსტად  სურს დღეს უცხოურ ომის პარტიას.

„მიმდინარეობს საქართველოს ომში ჩართვის გამალებული მცდელობა! ამისთვის სახელმწიფო გადატრიალებას ლამობენ. 

1992 წელს პირველ გადატრიალებას აფხაზეთის ომი მოყვა. მეორე გადატრიალებას 2004 წლის ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები და 2008 წლის ომი მოყვა. ყველა შემთხვევაში მსხვერპლი, დევნილები მივიღეთ და ტერიტორიები დავკარგეთ. მორიგი გადატრიალებაც ომისთვის სჭირდებათ, რასაც მეტი ტერიტორიების დაკარგვა და ქვეყნის ოკუპაცია მოყვება, ცხადია დიდი მსხვერპლით. ამის შემდეგ კი პარტიზანული მოქმედებები დაიწყება, რადგან ოკუპანტი დასახლებულ პუნქტებში შემოვა. სწორედ ეს სურს დღეს უცხოურ ომის პარტიას. ეს ჩვენი ქვეყნის გაჩანაგებას და დაშლას ნიშნავს. 

"ევროპული მომავალი", "დემოკრატია", "თავისუფლება" და სხვა მაღალი მატერიები ბრიყვების მოსატყუებელი ლოზუნგებია.არავინ ჩვენს მიღებას არსად არც აპირებდა და არც აპირებს - ეს დიდი ტყუილია ხალხის ნაწილის ასაყოლიებლად. 

სახელმწიფო გაუმკლავდება ამ დამღუპველ გეგმას, რადგან რისკები ესმით. დასანანია, რომ ბევრი კრიტიკულ მომენტში უპასუხისმგებლობას იჩენს, თუმცა კარგი ისაა, რომ აგენტურის და სასარგებლო იდიოტების სრული ლუსტრაცია ხდება. მათ შემდეგ მოეკითხებათ - ზოგს კანონით, ზოგს მორალით.

ამ პროცესებს სატელევიზიო და ემოციური "ფუჩეჩი" რომ მოვაშოროთ, უცხოურმა მეხუთე კოლონამ პიკზე 10,000 ადამიანი გამოიყვანა (პარლამენტის წინ მოედნის ფართობი 5000 კვ.მ., ხოლო სასარგებლო ფართობი, სადაც ადამიანი შეიძლება დადგეს კიდევ უფრო ნაკლები). ძალადობრივი აქციებისთვის 500-მდე გაწვრთნილი "შტურმავიკი" ყავთ, საიდანაც ორასამდე უკვე დაკავებულია. სახელმწიფო სექტორში 500,000 მოხელეა და განცხადებები 800-მდე სასარგებლო იდიოტმა და ჩანერგილმა აგენტმა გააკეთა. ამიტომ, გადატრიალების რესურსი არ აქვთ. 

ხალხი ვალდებულია იაქტიუროს სოციალურ ქსელებში, კომენტარებში, პირად საუბრებში. ვიყოთ მზად დავიცვათ ქვეყანა და მშვიდობა ჩვენი შვილებისთვის,“- წერს ირაკლი გოგავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი