ვისთვისაც დავით ქართველიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ „გიყვარდათ" და „პატივს სცემდით", დღეიდან „რუსის მონა" ვარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 02 დეკემბერი 2024, 11:51
„აწი, თუ დამირეკავთ ან მომწერთ მოსაკითხად - რუსულად გიპასუხებთ ხოლმე," -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმ „კეთილმოსურნეების“ გასაგონად, რომლებმაც მის მიმართ პოლიტიკური პოზიციის გამო დამოკიდებულება შეიცვალეს. 

„იუმორი - წამალია. სატირა - ქირურგიული ჩარევა. სასოწარკვეთილება - პროზექტურა. ამ ჭრილში მივმართავ ჩემს „გულანთებულ" ნათესავებს და მეგობრებს: ვისთვისაც დავით ქართველიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ „გიყვარდათ" და „პატივს სცემდით", დღეიდან „რუსის მონა" ვარ, რეალური და არა ფარისევლური სიყვარულისა და პატივისცემის შენარჩუნების მიზნით, თქვენი გრძნობებისადმი გაგებით მოკიდების ფარგლებში, გადავწყვიტე გარკვეული ზღვარი ჩვენს შორის მაინც გავავლო. 

აწი, თუ დამირეკავთ ან მომწერთ მოსაკითხად - რუსულად გიპასუხებთ ხოლმე. სიგიჟე ბოლომდე ვიცი და იუმორის გრძნობას ჩემს ამ "ლაიფჰაკშიც" მინდა ჩავაქსოვო. Так как аляповатая витиеватость ваших чудовищных умозаключений в мой адрес катастрофически несуразна - я вынужден принять участие в ваших "играх разума". Звоните если чо. В целях улучшения сервиса наш разговор будет записан. Люблю вас!" -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი