ედიშერ გვენეტაძე: ვითომ პოლიტიკოსები და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში, აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით აოხრებენ და წვავენ თბილისს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 04 დეკემბერი 2024, 19:09

ვითომ პოლიტიკოსები გვარამია, მელია, ნაცები, ხაზარაძე და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში კი აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით და მასზე ბევრად უარესად აოხრებენ და წვავენ თბილისს - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ქუჩაში გამოჰყავთ სკოლის მოსწავლეები, რითაც უმძიმესი პროცესებისათვის სწირავენ ბავშვებს და ამიტომ, ეს სუბიექტები სამართლიანად იმსახურებენ საზოგადოებისაგან იზოლაციას.

„ვითომ პოლიტიკოსები გვარამია, მელია, ნაცები, ხაზარაძე და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში კი აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით და მასზე ბევრად უარესად აოხრებენ და წვავენ თბილისს. მოუწოდებენ და ქუჩაში გამოჰყავთ სკოლის მოსწავლეები, რითაც უმძიმესი პროცესებისათვის სწირავენ ბავშვებს, სავსებით სამართლიანად იმსახურებენ საზოგადოებისაგან იზოლაციას და იმ ადგილზე გამწესებას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ეძახდნენ, რაც არაერთხელ მითქვამს "ვირის აბანოს". - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი