დავით ქართველიშვილი: საკმარისი იყო რადიკალური ძალების „სასაწყობო მეურნეობების დაყადაღება“ - აქციამ პირველად მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, პოლიციური ძალების მხრიდანაც ძალის გამოყენების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 05 დეკემბერი 2024, 12:05

დღეს რეალურ საოჯახო ტრაგედიებთან გვაქვს საქმე და ამის ძირითად კატალიზატორებს სწორედ ის ძალები წარმოადგენენ, ვინც უკიდურესი აგრესიის გრადუსის აწევას ცდილობენ მშობლებსა და შვილების, დებსა და ძმებს შორის. ამ აგრესიის გრადუსის დაწევა აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებრივი დუღილის ტემპერატურის დაწევასაც და ამის თვალსაჩინო მაგალითს გუშინდელი ღამე წარმოადგენს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.

მისი განცხადებით, გუშინ პირველად, საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, აქციამ მშვიდობიანი ხასიათი მიიღო, რაც გამოიწვია რადიკალური ძალების ოფისებში არსებული არეულობის მაპროვოცირებელი ნივთების შეზღუდვამ, ასევე, აქციების რადიკალიზმში გადამყვანი ლიდერების ჩამოშორებამ. შედეგად, გუშინდელ აქციაზე არც საპოლიციო ძალებს გამოუყენებიათ ძალა.

„სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მთავარი ამოცანა - რეალური და არა დეკლარირებული დეპოლარიზაცია უნდა გახდეს. არასდროს, მათ შორის ე.წ. ზვიადიზმის კუთხით საზოგადოების გახლეჩის დროს - პოლარიზაცია არ გადიოდა მენტალური ქართველობის მგრძნობიარე „სიმებზე“. დღეს რეალურ საოჯახო ტრაგედიებთან გვაქვს საქმე და ამის ძირითად კატალიზატორებს სწორედ ის ძალები წარმოადგენენ, ვინც უკიდურესი აგრესიის გრადუსის აწევას ცდილობენ მშობლებსა და შვილების, დებსა და ძმებს შორის.

ამ აგრესიის გრადუსის დაწევა აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებრივი დუღილის ტემპერატურის დაწევასაც და ამის თვალსაჩინო მაგალითს გუშინდელი ღამე წარმოადგენს. საკმარისი იყო რადიკალური პოლიტიკური ძალების „სასაწყობო მეურნეობების დაყადაღება", საკმარისი იყო პოლიტტერორის განხორციელების იარაღებთან მათი წვდომის შეზღუდვა - აქციამ მისი დაწყების დღიდან პირველად მიიღო მშვიდობიანი პროტესტის ხასიათი. ამ ვითარებაში პოლიციური ძალების მხრიდან არც ძალის პროპორციულად, და მით უმეტეს, არც გადამეტებულად გამოყენების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
საკმარისი იყო აქციას მოშორებოდა მისი ანტიკონსტიტუციურ კალაპოტში გადამყვანი რადიკალური ლიდერები - შეწყდა პროვოკაციები და შემცირდა მოვლენათა განვითარების სისხლიანი და ფატალური სცენარების რისკები. ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა ვის რა ტიპის ამოცანები ამოძრავებდა. მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის მათი პოლარიზაციის „ტრიგერ“-ძალებს თუ გავანეიტრალებთ, ერთმანეთში ნდობისა და ურთიერთგაგების აღდგენას არაფერი დაუდგება წინ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი