ზურაბ ქადაგიძე რადიკალებზე: როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ - დაღუპული ადამიანის შვილი მოუწოდებს, რომ ყველაფრის კადრება არ შეიძლება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 07 დეკემბერი 2024, 16:31

რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია. როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

მისი განცხადებით, თავად გარდაცვლილის შვილიც კი, რომელიც საპროტესტო აქციების უშუალო მონაწილეა, ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ ყველაფერი არ იკადრონ.

„რა ნაძირალობაა, უბედურებით მანიპულაცია. როცა საკრალურ მსხვერპლს ვერ მიაღწიეს, ირიბად ცდილობენ სხვისი უბედურებით საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება მოიპოვონ. ფაშისტები ხართ, ჩვეულებრივი "ჰიტლერები".

წარმოიდგინეთ, დაღუპული ადამიანის შვილი, ვინც უშუალოდაა ჩართული პროტესტში, ღიად მოუწოდებს ამ ადამიანად წოდებულებს, რომ ყველაფრის კადრება არ შეიძლება!

აი, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი