გიორგი გამსახურდია ელენე ხოშტარიას: პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო - საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 07 დეკემბერი 2024, 16:44

პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში,- წერს გიორგი გამსახურდია ელენე ხოშტარიაზე, რომლის განცხადებითაც, წინააღმდეგობის გასაწევად ყველაფერი ექნებათ, ფეიერვერკიც, ლაზერიც, კვერცხებიც და ყველაფერი რაც საჭიროა.

გამსახურდიას თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჩაფლავებულია და ისინი ვერ მოერევიან ქართველ პატრიოტებს, საქართველოზე შეყვარებულ ადამიანებს, ვერცერთ გმირ პოლიციელსა, თუ საჯარო მოხელეს.

“პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში. ჩაფლავებულები ხართ, თქვენ უკეთესად იცით ეგ. ჩვენ კიდევ, ქართველ პატრიოტებს, საქართველოზე შეყვარებულ ხალხს ვერ მოგვერევით ვერასდროს, ვერცერთ ჩვენ გმირ პოლიციელს და საჯარო მოხელეს. უსამშობლოები და რუსეთუმეები თქვენთვის გვიჩუქნია. მაგრამ ეგენიც მოვლენ აზრზე, უკვე მოსულები არიან,”- წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი