ნიკა გვარამია: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
423 14 დეკემბერი 2024, 19:48

ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ, - წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერო ნიკა გვარამია.

„საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო.

ნებისმიერ კანონს, რომელსაც მიიღებენ, ნებისმიერ „მთავრობას“ თუ კარიკატურულ „პრეზიდენტს“ აქვს ფუჩეჩის (ჩალა უფრო ძვირია) ფასი.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას!

გამოსავალი ერთადერთია: ახალი არჩევნები ნეიტრალური და სანდო ადმინისტრაციით და მაღალი საერთაშორისო ჩართულობით და ასეთი არჩევნები იქნება აუცილებლად და იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ბევრად მკაცრი საერთაშორისო სანქციები, ეჭვგარეშეა, იქნება და, კვლავ იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ივანიშვილი დამარცხებულია, რეჟიმი ჩამოშლილია და ამის სამართლებრივად გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია, რაც ჩვენგან გამძლეობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს.

ჩემი შეფასებით (რაც შემიძლია საკანში გავიგო ადვოკატების მეშვეობით) ყველაფერი, კვლავ იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით - ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

ერთადერთი, რისი იმედიც, ქოცებს დარჩათ, ე.წ. ახალი წლებია, როცა საქართველო, ტრადიციულად, 2 კვირით იძინებს.

ჩავხედოთ რეალობას თვალებში - ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა, რომელიც, თუ გადავლახეთ, სამშობლოს სამშვიდობოს გავიყვანთ და მივალთ, სადაც ათწლეულია,

მივდივართ - ევროპაში!

და ბოლოს: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა, კვლავ, უფრო მალე, ვიდრე გვგონია.

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!

გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!“, - წერს ნიკა გვარამია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი