სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 15 დეკემბერი 2024, 11:47

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.

ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროცესში მონაწილეობა მოითხოვა.

„ნიკო მანაგაძე გუშინ საღამოს, 22:30 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას შემდეგ, რაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მას არაიდენტიფიცირებადი, ე.წ. სამართალდამცველები აედევნენ.

გუშინ, როდესაც ნიკოს პოლიციის სამმართველოდან გამოძიებაში მონაწილეობის მიზნით დაურეკეს, მან მოითხოვა, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიიღებდა მონაწილეობას [პროცესში] და [ჩვენ] არ გამოვცხადდით. მე უშუალოდ ვესაუბრე იმ გამომძიებელს, რომელმაც ნიკოს დაურეკა და ვუთხარით, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდოდით. როგორც ჩანს ნიკო ამის გამო დაისაჯა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე საათში, ის დააკავეს კოსტავაზე, სტამბის წინ. მას უხსენეს ის, თუ რატომ არ გამოცხადდა, როდესაც გამომძიებელმა გამოკითხვაზე დაიბარა, რატომ აწვალებდა და აი, ახლა სხვა ფორმით მიიყვანდნენ მას უკვე სამმართველოს შენობაში.

მის მიმართ მოხდა სრულიად აბსურდული, შაბლონად ქცეული მუხლებით ოქმის შედგენა, რაზეც ცხადია, ნიკოს ხელი არ მოუწერია. თითქოს და ის პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას და წინააღმდეგობას უწევდა, მაშინ, როდესაც საერთოდ პოლიციის თანამშრომლები რომ იყვნენ, მანქანაში ყოფნის დროსაც კი ამის აღქმა, მას არ ჰქონია. მათ არ ეცვათ ფორმები და არც სამსახურებრივი საბუთი წარუდგენიათ იმგვარად, რომ მისთვის ამოკითხვადი ყოფილიყო კონკრეტული პოლიციის თანამშრომლის პოზიცია ან მისი ვინაობა“, - განაცხადა მარიამ პატარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი